ახალი გამოშვება: Tor-ბრაუზერი 10
ახალი მბზინავი Tor-ბრაუზერი 10 უკვე ხელმისაწვდომია კომპიუტერისთვის, Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვების გვერდიდან და გავრცელების სხვა წყაროებიდან.
Android-ისთვის Tor-ბრაუზერი 10 მთელი ძალისხმევით მუშავდება, იქამდე კი გრძელდება არსებული ვერსიის მხარდაჭერა.
ჩვენ გვაცნობა Mozilla-მ ბევრი საკითხის შესახებ, რაც შეისწავლეს მოცემულ ვერსიასთან დაკავშირებით.
იგეგმება ახალი, Fenix-ზე დაფუძნებული Tor-ბრაუზერის Android-ზე გამოშვება მომდევნო კვირებში.
Tor-ბრაუზერი 10-ის შემადგენლობაშია Firefox 78.3.0esr, განახლებული NoScript 11.0.44, და Tor 0.4.4.5.
მოცემული გამოშვება შეიცავს მნიშვნელოვან უსაფრთხოების განახლებებს Firefox-ზე.
Tor-ბრაუზერის ახალი გამოშვება მიმართულია, მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლადგამოცემული Mozilla Firefox-ის გაფართოებული მხარდაჭერის ვერსიაზე დაყრდნობით.
Tor-ბრაუზერი 10.0 პირველი მდგრადი გამოშვებაა მე-10.0 სერიისა, რომელიც ეფუძნება Firefox 78esr ვერსიას.
შენიშვნა: Tor-ბრაუზერი 10.0 არის Tor-ბრაუზერის სერიებიდან ბოლო, რომელიც მხარს უჭერს CentOS 6-ს.
დაწყებული 10.5 სერიიდან, CentOS 6 აღარ იქნება მხარდაჭერილი.
გამოგვეხმაურეთ
თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ.
გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს, ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.